კურსები
-
დაარსების წელი
2016

ექსპრეს სასაუბრო კურსი ონლაინ

  • კატეგორია:
  • ენები
  • ენა:
  • ინგლისური
  • ღირებულება:
  • 580
  • მდებარეობა:
  • თბილისი
რა არის ექსპრეს სასაუბრო კურსი

როგორც წესი, სასაუბრო ინგლისურის დონე უფრო რთულად ვითარდება ვიდრე ენის სხვა კომპონენტების. ამის მთავარი მიზეზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის არქონაა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სრულიად განსხვავებული კურსის განვითარება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უცხოელ მასწავლებელთან ინტენსიურ გაკვეთილებს მოიცავს და მთელი კურსის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს ინგლისურენოვან გარემოში აცხოვრებს.

საბედნიეროდ, თანამედროვე ცხოვრება სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ონლაინ სწავლების ფუფუნებასაც გვაძლევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სტანდარტული ესქსპრეს სასაუბრო კურსის ონლაინ ვერსიის შეთავაზებაც მათთვის, ვისთვისაც ონლაინ სწავლება უფრო მოსახერხებელი და პროდუქტიულია, ვიდრე ჩვენი სკოლის სივრცეში.

კურსის მიზანი

კურსი ორიენტირებულია თანამედროვე გამოყენებითი სასაუბრო ინგლისურის სწავლებაზე და მისი მთავარი მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის უცხო ენაზე საუბრის კომპლექსის მოხსნა, ბარიერების გადალახვა და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკება. ექსპრეს სასაუბრო კურსი ძალიან სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული.

მასწავლებლები

ექსპრეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

ჩვენი გამოცდილი მასწავლებლების გუნდის დახმარებით, სპეციალურად ამ კურსისთვის განვავითარეთ ახალი მეთოდოლოგია და შევქმენით სრულიად ახალი კურიკულუმი და სასწავლო მასალები. მეთოდოლოგია მორგებულია ონლაინ სწავლების პრინციპებს და, შესაბამისად, კურსი მოიცავს ისეთ ელექტრონულ რესურსებს, როგორიცაა ვიდეოები, ინტერაქტიული სავარჯიშოები, ქვიზები და ა. შ. კურსი ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე და არ მოიცავს საშინაო დავალებას.

ამასთან, გარდა სასწავლო მასალებისა, სპეციალურად ჩვენი კურსებისთვის შევქმენით დამატებითი დამხმარე რესურსები, რაც აერთიანებს ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების ტექნიკებს. ამის მიზანია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად, ფოკუსირებულად და პროდუქტიულად განივითარონ ინგლისურის ცოდნის დონე.

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (40 საათი)
► ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 6-7
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 580 ₾
    საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტელეფონი:
  • 574774455
  • ელ. ფოსტა:
  • info@bekas.school
  • კურსზე რეგისტრაციის ლინკი:
  • https://bekas.school/register/
  • გარე ლინკი:
  • https://bekas.school/