კურსები
-
დაარსების წელი
2016

ბიზნეს სასაუბრო ინგლისური

  • კატეგორია:
  • ენები
  • ენა:
  • ინგლისური
  • ღირებულება:
  • 630
  • მდებარეობა:
  • თბილისი
რა არის ბიზნეს სასაუბრო კურსი?

ბიზნეს სასაუბრო კურსი ინგლისურის ძალიან სწრაფი ონლაინ კურსია ძალიან დაკავებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ინგლისურთან ერთად ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარება, როგორიცაა - ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაცია, ზრდილობიანი კომუნიკაცია ინგლისურად, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა. შ.

კურსის მიზანი

კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.

მასწავლებლები

ბიზნეს სასაუბრო კურსს მხოლოდ უცხოელი (ამერიკელი, ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი) მასწავლებლები უძღვებიან. გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივია ინგლისურ ენასთან დაკავშირებული კომპლექსების და ბარიერების მოხსნა უცხოელ მასწავლებელთან, განსაკუთრებით თანამედროვე სალაპარაკო ინგლისურის შესწავლის პროცესში.

სასწავლო მასალები და მეთოდოლოგია

კურსი ორ თვეს გრძელდება, გაკვეთილები ტარდება ყოველდღიურად და ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე. კურსი არ მოიცავს საშინაო დავალებას.

ამასთან, გარდა სასწავლო მასალებისა, სპეციალურად ჩვენი კურსებისთვის შევქმენით დამატებითი დამხმარე რესურსები, რაც აერთიანებს ქოუჩინგის და პიროვნული განვითარების ტექნიკებს. ამის მიზანია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, უფრო ეფექტურად, ფოკუსირებულად და პროდუქტიულად განივითარონ ინგლისურის ცოდნის დონე.

კურსის დეტალები

► კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (40 საათი)
► გაკვეთილების რაოდენობა: 5 გაკვეთილი კვირაში
► გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
► სრული კურსის ღირებულება: 630 ₾